აშშ-ს ექსპერტები ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას იზიარებენ

“აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც თბილისში 8 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, გაიზიარა ქართველ სამართალდამცავთა პირველადი დასკვნა”, განაცხადა ბრაიან პაარმანმა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს იურიდიული ატაშეა და რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ფედერალური ბიუროს ოფისს თბილისში.


ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version