სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ძირითად ამოცანებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში ვითარების დარეგულირების მიზნით იმ სამ ძირითად საკითხს ასახელებს, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება აპირებს.


„პირველი ეს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვაა, რათა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას; მეორე ეკონომიკური საკითხია – არ უნდა დავუშვათ ოსური მხარის მხრიდან კონტრაბანდული ტვირთების შემოტანა და მესამე პოლიტიკური, რაც იმაში გამოიხატება, რომ არ უნდა დავუშვათ გარე ძალების მიერ დაწერილი გეგმის განხორციელება, რაც საქართველოს კონფლიქტში ჩართვას ისახავს მიზნად“ – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.


უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ძალოვან მინისტრებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version