საქართველოს ნატოს ოფისის გახსნა სურს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 18 ივნისს რადიო “თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ბრიუსელიდან განუცხადა, რომ საქართველოს სურს ნატოს სამხრეთ კავკასიის ოფისი თბილისში გაიხსნას.


მისი განცხადებით, ნატოს წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კოორდინაციას ალიანსსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, კერძოდ კი საქართველოსთან.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს მისი ჯარების განლაგება სთხოვა საქართველოში, “აბსურდული და უსაფუძვლო“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version