სააკშვილი ჩოლოქთან აბაშიძის მომხრეებს შეხვდა

ფოთში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო თათბირისა და ბრიფინგის გამრთვის შემდეგ კვლავ ჩოლოქისკენ გაემგზავრა და იქ შეკრებილ აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მომხრე მოსახლეობას შეხვდა.
 
“მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი. აჭარა არის საქართველოს განუყოფელი რეგიონი და არ დავუშვებ რომ აქ სისხლის დაიღვაროს. მე ვიცი რომ თქვენ გაუბნებიან, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჯარების შემოყვანას ცდილობს. ეს არ არის მართალი,” – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა აბაშიძის მომხრეებს.
 
ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე შეკრებილმა აბაშიძის მხარდამჭერები სააკაშვილის “ბაბუს” ძალიხილით შეხვდნენ. სააკაშვილმა ჩოლოქი მალევე დატოვა და კვლავ ფოთში დაბრუნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version