მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძეს ემუქრება

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს მოუწოდებს რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.


“მან არ უნდა დააყენოს თავი საკონსტიტუციო სივრცის გარეთ. მე ვაპირებ, ვიყო არა მხდოლოდ კახელების, ქართლელების, მეგრელების და სხვების, არამედ აჭარლების პრეზიდენტიც. რეპრესიებს არ ვაპირებ, მაგრამ თუ ასლან აბაშიძე გაბედავს და თავს დააყენებს კონსტიტუციური სივრცის მაღლა, იგი ძალიან მკაცრად დაისჯება. არ ვაპირებ, ვინმეს შევარჩინო ის, რომ აჭარლებმა ვერ შეძლონ აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, იგი მზად არის ასლან აბაშიძესთან წავიდეს პიროვნულ დათმობაზე, თუმცა არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ჯერ-ჯერობით კვლავაც გაურკვეველი რჩება მიიღებს თუ არა საპრეზიდნეტო არჩევნებში აჭარის მოსახლეობა მონაწილეობას. ამ დროისათვის აჭარის რეგიონში არ არის გახსნილი საარჩევნო უბნები და არ მიმდინარეობს ამომრჩეველთა რეგისტრაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version