საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე დღეს მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა.


იგი მოსკოვში თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს შეხვდება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხს განიხილავს.


დაგეგმილია ასევე თედო ჯაფარიძის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ვალერი ლოშჩინინთან.


ვიზიტის ფარგლებში თედო ჯაფარიძე განიხილავს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის მომზადების საკითხს.


ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 15 დეკემბერს ბაქოში შეხვდა, სადაც ორივე ლიდერი აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაკრძალვას ესწრებოდა.


პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს მეგობრული ურთიერთობების დამყარება საქართველოსთან და ნინო ბურჯანაძე მოსკოვში დაპატიჟა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version