ეუთო არჩევნების დამკვირვებელთა მისიას კვლავ აფუძნებს

4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიულ ინსტიტუტთა ოფისი კვლავ გახსნის გრძელ ვადიან დამკვირვებელთა მისიას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო პროცესს, არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და მის შემდეგ.

“ეს არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით” – განაცხადა ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა კრეგ ჯენესმა.

13 გრძელვადიანი დამკვირვებელი მონიტორინგს უშუალოდ თბილისში განახორციელებს, ხოლო 24 დამკვირვებელი გადანაწილდება სხვადასხვა რეგიონებში.

400-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი კი მონიტორინგს უშუალოდ არჩევნების დღეს განახორციელებს თბილისსა და რეგიონებში.

ანალოგიური პრინციპით მუშაობთა ეუთოს დამკვირვებელთა მისია 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version