ქართველი და პოლონელი მესაზღვრეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 25 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ჯოზეფ კლიმოვიჩმა და საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ 24 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის თაობაზე.

ჯოზეფ კლიმოვიჩი საქართველოში 23 ოქტომბერს ჩამოვიდა და თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ტერორიზმისა და ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version