თურქეთმა საქართველოს არმიას დახმარება გადასცა

(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თურქეთის მთავრობამ 22 ოქტომბერს ხუთი სატვირთო მანქანა და ხუთი “ლენდროვერის” მარკის მანქანა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 მოტომსროლელ ბრიგადას.

დახმარების გადაცემის ცერემონიას, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდა, თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალი აითაქ იალმანიც ესწრებოდა. იგი საქართველოში 21 ოქტომბერს ჩამოვიდა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხის განხილვის მიზნით.

თურქეთის დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებით, თურქეთის მთავრობა მზად არის საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარება კვლავ გაუწიოს საქართველოს არმიის ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version