სომხეთმა საქართველოსთან სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

(თბილისი, 10 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სომხეთის პარლამენტმა დღეს საქართველოსთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების თაობაზე დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ტატულ მარკარიანის განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, რომელსაც 2001 წლის 23 ოქტომბერს მოეწერა ხელი, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდასაჭერად.

ქართულმა და სომხურმა მხარეებმა ასევე აიღეს ვალდებულება ხელი შეეშალათ მეორე მხარის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მიზნით თავიანთ ტერიტორიაზე იმ ორგანიზაციების შექმნისათვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მეზობელ ქვეყანას.

ხელშეკრულება ასევე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version