მეორედ გატაცებული მოზარდი გათავისუფლებულია

(თბილისი, 1 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 12 წლის გიორგი სარდანაძე, რომელიც დაუდგენელმა პირებმა წელს უკვე მეორედ გაიტაცეს, გათავისუფლებულია. იგი სახლში 31 აგვისტოს ტაქსით დაბრუნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა პირობით მოხდა გიორგი სარდანიძეს განთავისუფლება.

სამართალდამცავ ორგანოებს ბავშვის განთავისუფლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი გატაცებას გიორგი სარდანიძის მამის, დიმიტრი სარდანაძის ბიზნესს უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ გათავისუფლებაც გარკვეული თანხის გადახდის შედეგად მოხდა.

პირველად გიორგი სარდანაძე დაუდგენელმა პირებმა 12 თებერვალს გაიტაცეს, მეორედ კი 30 აგვისტოს, როცა სარდანიძე ოჯახი ქობულეთიდან ზესტაფონში ბრუნდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version