“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” ნინო ბურჯანაძის გუნდთან ერთად გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა

(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” პოლიტიკურმა საბჭომ თავის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვაშლიჯვრის ოფისში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ ახლახანს ჩამოყალიბებულ გუნდთან ერთად ერთ ბლოკში მონაწილეობა გადაწყვიტა.

“ჩვენ მზად ვართ, რომ ნინო ბურჯანაძის გუნდთან გავერტიანდეთ. საბოლოო დეტალები ხვალ ნინო ბურჯანაძესთან საბოლოო კონსულტაციებზე გაირკვევა”, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაერტიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

მან ასევე გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დემოკრატებთან ახლოს დგნან თავიანთი პრინციპებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version