არძინბამ მთავრობის წევრები დანიშნა

(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ვლადისლავ ეშბა, რომელმაც შეცვალა რაულ ხაჟიმბა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრად – სერგეი შამბა, ფინანსთა მინისტრად – ლილი ბგანბა, საგადასახადო მინისტრად ადგურა ლუშბა, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრად – ლუდმილა ავიძბა, განათალბის მინისტრად ალეკო გვარამია და კულტურის მინისტრად ლეონიდ ენიკი.

წარმოდგენილი 8 კანდიდატიდან შვიდს იგივე თანამდებობები ეკავათ. აფხაზეთის მთავრობამ ერთი თვის წინ შექმინლი ვითარებიდან გამომდინარე საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა პრეზიდენტისგან გადაყენება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version