აშშ-ის ელჩი არ ადასტურებს ტერორისთა ბანაკების საქართველოში არსებობას

(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ვერ ადასტურებს ინფორმაციას საქართველიში ტერორისტების არსებობის შესახებ.

“ჩემთვის ცნობილი არ არის ტერორისტების საქართველოში ყოფნა. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ვითარებაა, თუმცა ტერორისტთა ერთი ნაწილი შეიძლება რჩებოდეს პანკისის ხეობაში”, – განუცხადა 21 მაისს ჟურნალისტებს რიჩარდ მაილსმა.

მისთვის ცნობილი არ არის ასევე ამ მხრივ რა ვითარებაა აფხაზეთში. საქართვლოში “ალ-ქაედას” დაჯგუფებების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ამერიკული ტელეკომპანია “ეი-ბი-სი ნიუსის” მეშვეობით გავრცელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version