კოლექტიური უსაფრთხოების საბჭო შეშფოთებულია საქართველოზე ნატო-ს გავლენის ზრდით

(თბილისი, 23 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – კოლექტიური უსაფრთხოების საბჭო (კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანებულნი არიან რუსეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და სომხეთი) შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოზე ნატო-ს გავლენის ზრდის გამო. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამის თაობაზე 23 მაისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ.

“გაუგებარია ხელშეკრულების ქვეყნების უშუალო სიახლოვეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის ზრდის აუცილებლობა. გაუგებარია ნატო-ს ზალების საქართველოში განთავსების გეგმებზე საუბარი”, – განაცხადა ბორდუიჟამ.

“ნუთუ არსებობს თავდასხმის საფრთხე?”, -დასვა კითხვა ბორდიუჟამ და აღნიშნა, რომ ყველა ასეთ ნაბიჯზე, “მათ შორის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების უახლოეს მიდამოებში მიღებული იქნება აუცილებელი პრევენტიული ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

როგორც ცნობილია, საქართველო რამდენიმე წლის წინ გამოვიდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version