ფიფა-ს პრეზიდენტი თბილისში

(თბილისი, 24 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ვიზიტის დროს ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესათან ერთად ფიფას მიერ გადმორიცხული თანხებით აშენებულ საფეხბურთო საწვრთნელი ბაზის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

“ახლა ყველაფერი ქართველ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, მათ უკვე დააგავანახეს, რომ კარგი მოთამაშეები არიან”, – განაცხადა ბაზის დათვალიერების შემდეგ ბლატერმა.

იგი ასევე შეხვდა “ფოქს ქიდსის” საფეხბურთო ტურნირის პატარა მონაწილეებს და მათ საჩუქრები გადასცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version