ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრაზე საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ იმსჯელეს

(თბილისი, 24 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე 22 მაისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს შეხვდა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში 2002 წლის 2 ნოემბრისთვის დაგეგმილი  საპარლამენტო არჩევნები იყო. განიხილეს თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები და რა როლი უნდა შეასრულოს საერთასორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროპის საბჭომ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაზე, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ლანა ღოღობერიძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version