დაკავებულ თურქულ გემზე რუსული პასპორტები აღმოაჩინეს

(თბილისი, 10 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ქართველმა საზღვაო მესაზღვრეებმა ტრაბზონიდან სოჭში მიმავალი თურქული გემი დააკავეს, რომელზეც რუსულ და აფხაზურ ენებზე დაბეჭდილი რუსული პასპორტები აღმოაჩინეს.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, თურქულ გემს 25 000 რუსული პასპორტის ბლანკი გადაჰქონდა.

საქართველოს მთავრობას არაერთხელ გამოუთქვამს პროტესტი თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების გაცემის თაობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version