პარლამენტის თავჯდომარემ და აშშ ელჩმა არჩევნების თაობაზე იმსჯელეს

(თბილისი, 19 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და აშშ ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა დღეს ქვეყანაში არსებული წინა-საარჩევნო სიტუაცია განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ ამერიკის ელჩმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ არჩევნები ქვეყნის საშინაო საქმეს წარმოადგენს, თუმცა დაამატა, რომ ოპოზიცია და მთავრობა უნდა შეთანხმდნენ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების თაობაზე. მან მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს დააჩქარონ დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მიღება.

ელჩთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო კოდექსის თაობაზე საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან  დაიწყო კონსულტაციები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version