სუუამ-ის ქვეყნების მესაზღვრეთა მეთაურების შეხვედრა თბილისში

(თბილისი, 7 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 7-8 თებერვალს თბილისში ტარდება სუუამ-ის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე სუუამ-ის ქვეყნების მესაზღვრეთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის საკითხს განიხილავენ.

8 თებერვალს შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version