საქართველო რუსეთისგან სამხედრო ვალების გადახდას მოითხოვს

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა საქართველოს წინაშე რუსეთი სამხედრო დავალიანების თაობაზე.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ვალი 15 მილიარდამდე დოლარს შეადგენს საბჭოთა შეიარაღებიდან წილის და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების მიწის იჯარის თანხების ჩათვლით.

ქართული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე თავის დროზე არსებული ყოფილი საბჭოთა ბაზების ქონება და შეიარარება მიითვისა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ასევე ამტკიცებენ, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იჯარის გადასახადი ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბაზებისათვის.

ამჟამად საქართველოში სამი რუსული ბაზაა – ბათუმში, ახალქალაქსა და გუდაუთაში. გარდა ამისა, თბილისში განლაგებულია ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბი.

5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომლითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას სთავაზობს, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკეკებზე საქართველოსადმი რუსეთის სამხედრო ვალების საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version