რუსეთი ეუთო-ს დამკვირვებლებს აკრიტიკებს

(თბილისი, 15 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორმა კონსტანტინ ტოცკიმ 14 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთო-ს დამკვირვებლების მონიტორინგი არასაკმარისად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

ტოცკის სიტყვებზე დაყრდნობით რუსეთის საინფორმაციო სასუალებები იტყობინებიან, რომ სიტუაცია საზღვარზე კვლავ რთული რჩება.

ეუთო-ს დამკვირვებელთა ჯგუფი საზღვრის მონიტორინგს ჩეჩნეთის 82 კილომეტრიან მონაკვეთზე 1999 წელს შეუდგა. 2001 წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლების ცნობით დამკვირვებლებმა მონიტორინგის ზონა 58 კილომეტრით გააფართოვეს ინგუშეთის მონაკვეთზე.

საქართველოს ხელისუფლება ასევე ითხოვს, რომ ეუთო-ს დამკვირვებლებმა მონიტორინგი აწარმოონ საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზეც.

14 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა დელეგაცია, რომლებიც თავიანთ ქართველ კოლეგებთან საზღვარზე უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ერთობლიზი ზომების შესახებ მართავენ მოლაპარაკებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version