ევროპის საბჭო საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სწავლობს

(თბილისი. 3 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, თბილისში ევროპის საბჭოს სამკაციანი დელეგაცია ჩამოდის, რომელიც საქართველოს მიერ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს შეისწავლის.

სექტემბერში ევროპოს საბჭოს დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით უკვე იმყოფებოდა საქართველოში თუმცა მაშინ დელეგაციას დრო არ ეყო და მონიტორინგ ჯგუფის გამოგზავნა კიდევ ერთხელ გახდა საჭირო.

ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად საქართველოს კვლავ არ მიუღია კანონი ეთნიკური უმცირესობების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version