ეთიკის პრინციპები
Civil.ge პროფესიონალი ჟურნალისტების ეთიკის კოდექსს იზიარებს, რომელიც შემდეგ პრინციპებს ეყდრნობა:
- ვეძიოთ და ვწეროთ სიმართლე: ეთიკური ჟურნალისტიკა ზუსტი და სამართლიანი უნდა იყოს. ინფორმაციის შეგროვების, გადმოცემისა და მისი ინტერპრეტაციისას ჟურნალისტებმა პატიოსნება და სიმამაცე უნდა გამოიჩინონ.
 - არ ვავნოთ: ეთიკური ჟურნალისტი ინფორმაციის წყაროებს, თემებს, კოლეგებსა და საზოგადოებას პატივისცემით ეპყრობა და მათ ღირსებას იცავს.
 - ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად: ეთიკური ჟურნალისტიკის პირველი და უმთავრესი ვალდებულება საზოგადოების მსახურებაა.
 - ვიყოთ გახსნილი და ანგარიშვალდებული: ეთიკური ჟურნალისტიკა საკუთარ ნაშრომზე პასუხისმგებლობის აღებას და საზოგადოებისთვის თავისი გადაწყვეტილებების ახსნის ვალდებულებას გულისხმობს.
 
