ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

ქართველმა პარაძიუდოისტებმა, გიორგი ქალდანმა და ინა ქალდანმა, პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე, შესაბამისად, ვერცხლის დ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გიორგი ქალდანმა (J2 – 73 კგ) ვერცხლის მედალი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ფინალურ მატჩში იაპონელ იუჯირო სეტოსთან დამარცხდა. ინა ქალდანმა  (J2 – 70კგ) ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ყაზახ აიალა მერეკს მოუგო. ეს უკვე მისი მეორე პარაოლიმპიური მედალია – პირველად მან ვერცხლის მედალი ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

საქართველომ პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე ამ ეტაპისთვის შვიდი მედალი მოიპოვა. 8 სექტემბერს თამაშების დასრულებამდე კიდევ 3 პარასპორტსმენი იასპერეზებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version