საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა EURO 2024-ზე პირველი ქულა მოიპოვა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩეხეთთან ფრედ დაასრულა და EURO 2024-ზე პირველი ქულა მოიპოვა.  საკმაოდ დაძაბული თამაშის დროს, სადაც ჩეხეთის გუნდი დომინირებდა, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა თამაშის ფრედ დასრულება, დიდწილად, მისი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წყალობით, რომელმაც სულ ცოტა 10 „სეივის“ მეშვეობით საკუთარი გუნდის კარი გოლის გატანას გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველი ტაიმის დამატებით დროს პენალტი გაიტანა – ეს მისი მეორე გოლია ევროპის ჩემპიონატზე. ჩეხმა ფეხბურთელმა პატრიკ შიკმა ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.  

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 26 ივნისს გამართავს. ჯგუფიდან გასასვლელად ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში უნდა მოიგონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version