13 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით 413.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, არაკომერციულ იურიდიულ პირებს და სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიებს.
ამასთან, 12 ივნისს IDFI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2023 წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საჯარო მოხელეებად მუშაობდა 320.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის მონაცემებთან შედარებით ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
ასევე წაიკითხეთ: