უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა, ინფორმაცია ამის თაობაზე „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისს დაუდასტურა.

ინფორმაცია გვირჯიშვილის დაღუპვის თაობაზე პირველად სოციალურ მედიაში მისმა მეგობარმა, გიგა მაქარაშვილმა გაავრცელა. გვირჯიშვილი უკრაინის ქალაქ ხარკოვის მახლობლად იბრძოდა.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 51 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version