ფოტოამბავი | „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს

პარლამენტის მიერ მომდევნო კვირას „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონის მისაღებად მზადების ფონზე, 11 მაისს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომლის უკან გაწვევაზეც „ქართული ოცნებამ“ უპრეცედენტო შიდა და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად უარი განაცხადა

11 მაისის საპროტესტო აქციამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა და ბევრმა ის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის აქციად შეაფასა. წვიმის მიუხედავად, ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქის ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე (რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მეტრო, მეტრო 300 არაგველი, წერეთლის გამზირი) და მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მსვლელობის შემდეგ მომიტინგეთა ოთხი ნაკადი სიმბოლურად ევროპის დღის აღსანიშნავად ევროპის მოედანზე შეიკრიბა. ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართა, სადაც  მომღერლებთან ერთად ხალხიც მღეროდა.

World Military-ის მონაცემებით, მინიმუმ 169,00-დან 200,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა აქციაში თბილისის ევროპის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებში, მაგრამ რადგან ფოტო გადაღებულია კონკრეტულ სტატიკურ მომენტში, World Military, რომელმაც Mapchecking-ი გამოიყენა მონაწილეთა რაოდენობის დასადგენად, აცხადებს, რომ რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტიც იყო. თბილისისთვის, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1,3 მილიონია, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

აქციას ყველა ასაკის, პროფესიის და პოლიტიკური პრეფერენციის ადამიანი.ესწრებოდა.

დაახლოებით 22:30 საათზე აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან მივიდა.

მმართველი პარტია კანონპროექტის მესამე მოსმენით საკომიტეტო სხდომაზე გატანას ორშაბათს დილით, 13 მაისს გეგმავს. იმავდროულად, მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ 12 მაისს ღამით პარლამენტის შენობასთან შეკრებას და დილამდე იქ დარჩენას.

Exit mobile version