სახდეპი „წარმოუდგენლად შეშფოთებულია“ ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკის გამო

8 მაისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გამო და განაცხადა, რომ აშშ „წარმოუდგენლად შეშფოთებულია“ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის ანტიდასავლური რიტორიკის გამო.

პრესსპიკერმა მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ანტიდასავლური რიტორიკა „საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს“ და დასძინა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ კურსს და აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“.

მილერმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე, შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version