საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ტროას ნაკვალევი 2024“ მასპინძლობს

ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCEUR) ორგანიზებით, საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ტროას ნაკვალევი 2024“ იმართება.

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალები მსოფლიო პარტნიორთა და მოკავშირეთა ქსელში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში 5 მარტს.  

სწავლება პარალელურად სამ ქვეყანაში – რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს სამხედრო სწავლებაში.

საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სწავლებაში, ასევე ჩაერთვებიან ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version