საქართველოს ხელისუფლება ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ დღეს დილით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში ესკალაციისა და უდანაშაულო მსხვერპლის გამო. საქართველო ამ რთულ ვითარებაში სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს. ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ აქვს“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმა. მან სამძიმარი გამოუცხადა ხელისუფლებას და მოსახლეობას და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.  

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ „გაუმართლებელი, სასტიკი და არაჰუმანური აგრესია“ უწოდა. „ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. მსოფლიოში ასეთი ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს“, – განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო თავდასხმა და სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელის ხელისუფლებას და ხალხს.

ანალოგიური გზავნილი გაავრცელა საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version