ზურაბიშვილი: „ქართული ოცნების“ მოტივები იმპიჩმენტის უკან „წმინდად პოლიტიკურია“

საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე განხილვების კომენტირებისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი არგუმენტები „წმინდად პოლიტიკურია“.

„მათ [ქართულ ოცნებას] არ ადარდებთ დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. მათი დარდი წმინდად პოლიტიკურია, გაბრაზებულები და განაწყენებულები არიან პრეზიდენტზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არანაირი ფაქტობრივი, სამართლებრივი არგუმენტები არაა წარმოდგენილი. „იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში იყოს უუნარო და მთავრობის ნებართვის მძევალი. რომც დადგინდეს კონსტიტუციის დარღვევა, ეს ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის პასიურობა, ამ კონკრეტულ ვითარებაში, ბევრად უფრო დამაზიანებელი იქნება და იქნებოდა სახელმწიფოსა და ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსისთვის. „პრეზიდენტს მოეთხოვება ასრულებდეს ჩვენი წარმომადგენლის როლს და აკეთებდეს ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტს არ უნდა ვასამართლებდეთ იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version