ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) თავმჯდომარეობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მისი წევრობიდან „ქართული ოცნების“ გარიცხვის თაობაზე. გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისი ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა განაპირობა.
PES-ის თქმით, მან დაადგინა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი საქმიანობითა და პოზიციებით PES-ის ღირებულებებს გასცდა. PES-ის ხელმძღვანელობა გამოვიდა რეკომენდაციით, რომ დაუყონებლივ შეწყდეს „ქართულ ოცნებასთან“ ყველანაირი კავშირი. ეს წინადადება ერთხმად იქნა რატიფიცირებული PES-ის თავმჯდომარეობის წევრების მიერ.
ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ტოვებს PES-ს და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების მიზეზად PES-თან იდეოლოგიური შეუთავსებლობა დაასახელა.
ასევე წაიკითხეთ: