საპროტესტო ბანერების გამო პოლიციამ პარლამენტთან აქტივისტები დააკავა

პოლიციამ 2 ივნისს, გვიან ღამით, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი მომიტინგეები დაშალა და რამდენიმე მათგანი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო ბანერების ქონის გამო დააკავა.

აქტივისტების მცირე ჯგუფი პარლამენტის წინ, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბა. ბექა გრიგორიადისი, რომელიც საკუთარი შვილის დაპატიმრებას აპროტესტებდა, წინა დღეს, პარლამენტთან კარვის გაშლის აღმართვის მცდელობის გამო დააკავეს.

სამოქალაქო აქტივისტების დაკავების შემდეგ მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტი შენობასთან დარჩა, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს როგორ უახლოვდება პოლიცია აქციის მონაწილეებს, რომელთაც ქაღალდის ბანერები უკავიათ, ართმევს მათ და რამდენიმე აქტივისტს აკავებს. თვითმხილველების მონაყოლით, ზოგიერთი ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააკავეს. მათივე თქმით, რამდენიმე ადამიანი შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას გუშინ გვიან ღამითვე ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) და „სამართლანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და აღნიშნეს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“. ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პოლიციამ კარვის გაშლის უფლება ასევე „უკანონოდ შეუზღუდა“ ბექა გრიგორიადისს. „შემაშფოთებლად მიგვაჩნია შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი“.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, გიორგი მშვენიერაძე ინტერვიუსას, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე“, – აღნიშნა 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცალკე გავრცელებულ გაცხადებაში.

აქტივისტის საპროტესტო წარწერიანი მიაისურით „ირაკლი [მიემართება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს] პრემია პოლიციას“, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
მათივე თქმით, „შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და, ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას“. „ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად“, – ხაზს უსვამენ ისინი.

უფლებადამცველები მოუწოდებენ:

წუხელვე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის ოფისმაც და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს – „იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა“. ომბუდსმენის ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია“. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. არსებული ცნობებით, მათ შორის არიან:

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

პოლიციელები პარლამენტის შენობის წინ, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სამოქალაქო აქტივისტებმს 3 ივნისს, 21:00 სთ-ზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით – „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version