„მედიაკოალიცია“ ჟურნალისტების წინააღმდეგ „დისკრედიტაციის კამპანიას“ ეხმიანება

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მედიის წინააღმდეგ ბოლო დროს წარმოებულ „დისკრედიტაციის კამპანიას“ ეხმიანება და აცხადებს, რომ „დაუშვებლად მიიჩნევს“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გამო ჟურნალისტების „დისკრედიტაციის მცდელობას“, რაც „გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პერსონალური მონაცემების გასაჯაროების და მესამე პირებისთვის უკანონოდ გადაცემის შემთხვევებში“.

31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია „დეზინფორმაციული კამპანიის“ ერთ-ერთ მსხვერპლად ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის მთავარ პროდიუსერს, თეა გილიგაშვილს ასახელებს, რომელმაც 16 იანვარს პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ წევრების იტალიაში ვიზიტის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

„საქართველოს პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი მალევე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, აფილირებულმა Facebook გვერდმა „სინამდვილეში“ გამოაქვეყნა და გილიგაშვილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო ხელისუფლების „დისკრედიტაციის მცდელობაში“ დაადანაშაულა“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციაში ხაზს უსვამენ, რომ გვერდს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით რეგულარულად იყენებს და „ფაქტებისა და ფოტოების მანიპულაციებით ცდილობს მათზე საზოგადოებაში უარყოფითი აზრის შექმნას“.

არასამთავრობოების განმარტებით, ჟურნალისტის პერსონალური მონაცემები მესამე პირს უკანონოდ 2022 წლის ოქტომბერშიც გადასცეს. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა Facebook-ზე გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორის, თედო ჯორბენაძის გამოთხოვილ წერილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პასუხი გამოაქვეყნა, რაც „თედო ჯორბენაძის პირად ინფორმაციასაც შეიცავდა“.

„საკითხის შესწავლისას, როგორც აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლებმა, ისე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვერ გაიხსენეს, როგორ მოხდა ჟურნალისტისთვის მომზადებული კორესპონდენციის გასაჯაროება, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ვერ შეძლო დაედგინა, როგორ გახდა აჭარის მთავრობის მიერ ჟურნალისტისთვის მომზადებული პასუხი „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის ხელმისაწვდომი“.

„მედიის ადვოკატირებისთვის კოალიცია“ მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული ან/და გაგზავნილი დოკუმენტის „პარტიული ინტერესებით გამჟღავნება და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო ჟურნალისტის დისკრედიტაციის მცდელობა ქმნის საშიშ პრაქტიკას“. ამდენად, კოალიცია მოუწოდებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version