ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 5 იანვრის განაცხადეს, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე აირჩიეს.

ამავე ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან:

ანტიკორიფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 23 დეკემბერს განაცხადეს. ამავე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის პირობების, საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს.

კონკურსში მონაწილე პირებიდან შესარჩევი კომისია პრემიერმინისტრს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 კანდიდატს წარუდგენს. მათგან ერთს პრემიერი თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version