უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ 21 ოქტომბერს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მოხალისე მებრძოლი, მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპნენ.

სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და დაღუპულთა სამშობლოში გადმოსასვენებლად საჭირო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ყაფლანიშვილი ლუგანსკის რეგიონში ბრძოლებს შეეწირა, ალექსანდრე მარტიაშვილი კი – ხერსონის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა.

არაოფიციალური გამოთვლით, ყაფლანიშვილის და მარტიაშვილის ჩათლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს 18 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version