საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 25.4 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.4353 ლარი იყო.
არსებული მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 3.4432 ლარი ღირს, 16 აპრილს კი – ის 3.4363 ლარი ეღირება.
ეროვნული ბანკის ინტერვენცია ბოლო პერიოდში ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების პარალელურად ხდება. მიმდინარე წელს, სებ-მა წინა ხუთ აუქციონზე 187.5 მლნ აშშ დოლარი უკვე გაყიდა.
ასევე წაიკითხეთ: