ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა.

ცვლილება მხოლოდ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შეეხო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს მისვე მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვლის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ იგი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს. მის თანამდებობას მისივე მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

ქვემოთ მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობაა წარმოდგენილი:

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გუშინ, მას შემდეგ დასახელდა, რაც გიორგი გახარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა,

ღარიბაშვილს თავის კაბინეტთან ერთად, ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, რასაც 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ქართულ ოცნებას კი – 150 წევრიან პარლამენტში 90 კანონმდებელი ჰყავს. თუკი საკანონმდებლო ორგანო მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში მთავრობას ვერ დაამტკიცებს, პრეზიდენტმა შემდეგ ერთ კვირაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version