წინასწარი მონაცემები: ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ქართულმა ოცნებამ 17-ვე ოლქი მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ 17-ვე მაჟორიტარულ ოლქი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წევრებმა არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიიღეს, მათი სახელები და გვარები ბიულეტენებზე მაინც დაიბეჭდა.

ცესკოს მონაცემებით, თბილისში უბნების 88% უკვე დათვლილია. ქვემოთ თბილისსა და რეგიონებში ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების წინასწარი შედეგებია მოცემული:

თბილისი

#1 მთაწმინდა

#2 ვაკე

#3 საბურთალო

#4 ისანი

#5 სამგორი

#6 დიდუბე

#7 ნაძალადევი

#8 გლდანი

რეგიონები

#10 თელავი (დათვლილი 79%)

#11 მცხეთა (დათვლილია 89%)

(აქ კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტების ჯამი 100%-ს სცდება და 100.98%-ია)

#12 რუსთავი (დათვლილია 54%)

#16 ხაშური (დათვლილია 78%)

#21 ზესტაფონი (დათვლილია 78%)

#23 ქუთაისი (დათვლილია 37%)

(აქ კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტების ჯამი 100%-ს სცდება და 102.14%-ია)

#27 ზუგდიდი (დათვლილია 42%)

#28 ბათუმი (დათვლილია 40%)

#30 ხელვაჩაური (დათვლილია 52%)

ცესკოს მონაცემებით, 21 ნოემბერს გამართულ მეორე ტურებში მონაწილეობა ჯამში 562 664 ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის 26.29%-ია. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ჯამში ამომრჩევლის 56.11%-მა მიიღო მონაწილეობა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი – 37.5%-მა.

ქართულმა ოცნება 13 მაჟორიტარული ოლქი არჩევნების პირველივე ტურში მოიგო.

150 წევრიანი პარლამენტი, ახლახან მიღებული ცვლილებების თანახმად, 120 პროპორციული და 30 წესით მაჟორიტარული არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.

ქართული ოცნება პარლამენტში 91 დეპუტატით შევა (61 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი), 59 მანდატს კი – ოპოზიციური პარტიები გადაინაწილებენ. 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი სულ 8 პარტიამ გადალახა, თუმცა ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version