ლეიბორისტულმა პარტიამ პარტიული სია წარადგინა

ლეიბორისტულმა პარტიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრული პარტიული სია წარადგინა, რომელსაც სათავეში პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი უდგას.

ქვემოთ ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატების სიაა წარმოდგენილი:

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version