ენმ-ძალა ერთობაშიამ პარტიული სია წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშია“ 1 ოქტომბერს საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა, მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე მოსდევენ.

ქვემოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშიას“ პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატებია წარმოდგენილი:

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version