ქართულმა ოცნებამ პარტიული სია წარადგინა

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ 1 ოქტომბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის სრული პარტიული სია წარადგინა, რომელსაც სათავეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უდგას, მას მეორე ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მესამე ნომრად კი – პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მოსდევენ.

ქვემოთ ქართული ოცნების 150 წევრიანი პარტიული სიაა წარმოდგენილი:

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version