ლელომ პარტიული სიის ნაწილი წარადგინა

პარტიამ ლელო საქართველოსთვის 30 სექტემბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ნაწილი წარადგინა, რომლის სათავეშიც პარტიის თავმჯდომარე და „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. 

ქვემოთ ლელოს პარტიული სიის პირველი 30 წევრია წარმოდგენილი: 

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version