ნოღაიდელმა ევროკავშირის განცხადებას ‘ძალიან მნიშვნელოვანი’ უწოდა

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ევროკავშირის მიერ 17 ოქტომბერს საქართველო–რუსეთის გამწვავებულ ურთიერთობებზე მიღებულ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს “ძალიან მნიშვნელოვანია”.


“ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი უყურადღებოდ არ დატოვებს მსგავს მოვლენებს, როცა ერთი ქვეყნის მხრიდან  აშკარად აქვს ადგილი მეორე ქვეყნის შევიწროვებას, ამ შემთხევვაში, ბუნებრივია, რუსეთსა და საქართველოზე ვსაუბრობ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. 


მან აღმაშფოთებელი უწოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ “ორკესტრირებულ“ ანტიქართულ კამპანიას.


“განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო არა იმდენად [რუსეთის] სანქციები, რამდენადაც ქართველების და საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება რუსეთში, რომელიც ორკესტირებული იყო უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version