სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მესამე მოადგილის თანამდებობა დაიკავა, რომელიც აგვისტოდან იმის გამო იყო ვაკანტური, რომ ლევან იზორია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

იუსტიციის სამინისტროში გადასვლამდე, ალექსანდრე ტაბატაძე 2012 წლის ბოლოდან მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო. მანამდე ის სამართალდამცავ ორგანოებში 90–იანი წლების შუა პერიოდიდან 2008 წლამდე მსახურობდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version