0.1%–იანი წლიური დეფლაცია მაისში

მაისში წლიური ინფლაციის დონე კვლავ ნულს ქვემოთ დარჩა და –0.1% შეადგინა მას შემდეგ, რაც აპრილში 1.7%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა, იტყობინება „საქსტატი“.
 
2013 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები მაისში 1.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც 16 თვე მიყოლებით ამ ჯგუფის ფასებზე დეფლაცია ფიქსირდებოდა.

ფასები მაისში შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-11.0%); ხოლო ჯანდაცვის მომსახურებასა და სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე გაიზარდა 3.7%–ით და 3.1%–ით, შესაბამისად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version