1.7%-იანი წლიური დეფლაცია აპრილში

აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 0.4% იყო, თუმცა წლიური ინფლაციის დონე კვლავ ნულს ქვემოთ დარჩა და -1.7% შეადგინა, იტყობინება საქსტატი.

საწვავის ფასები 9.3%-ით შემცირდა, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%–ით იკლო.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, აპრილში ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასები 3.9%–ით, ხოლო სასტუმროებსა და რესტორნებში 2.3%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2011 წლის მაისში 14.3%-მდე გაზრდის შემდეგ წლიური ინფლაციის დონე კლების ტენდენციით ხასიათდებოდა; თითქმის მთელი 2012 წლის განმავლობაში წლიური ინფლაციის დონე ნულს ქვემოთ იყო და იგივე ტენდენცია 2013 წელსაც გრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version