გრიგოლ ვაშაძე თურქმენეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

18–19 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქმენეთს.  

„ბევრი საკითხი დაგვიგროვდა, განსაკუთრებით ორმხრივი საკითხები, უფრო კონკრეტულად ეკონომიკურ ჭრილში და სავაჭრო ურთიერთობების ჭრილში“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

კალანდაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქმენეთის პრეზიდენტთან, ვიცე–პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

Exit mobile version